6-7 yrs old
8-10 yrs old
11-13 yrs old
Math & Economics
Science
Technology
Presented "Geometry World" is a Georgian version of the original English version, which is owned by Marco Vigelini.-- https://bit.ly/2O7aQD5
April 1, 2019
გეომეტრიის სამყარო
თამაშის ფაილი
სამუშაო არე
სურათი
მოსწავლის ნამუშევარი
სახელმძღვანელო იდეები
გეომეტრიის სამყარო ცხრა ნაწილისაგან შესდგება და თითოეულ ტერიტორიაზე 8 გეომეტრიული დავალებაა მოცემულია პოსტერებზე-დაფებზე.
თითოეულ დავალებაზე შეიძლება იმუშაოს ერთდროულად სამმა მოსწავლემ
დავალებებზე სულ მუშაობს მაქსიმუმ 24 მოსწავლე.
თამაშის რეჟიმი
თამაში არის survival-გადარჩნის რეჟიმში .
სასურველია მიუთითოთ დღის რეჟიმი (/ დროის დადგენის დღის ბრძანებით) შედეგად თავიდან იქნება აცილებული მონსტრების გამოჩნა, რადგან მოთამაშეები არიან მოსწავლეები და თამაშის მიზანი არის გეომეტრიულ ფიგურებზე მუშაობა და უკვე არსებული რესურსების გამოყენება.
მოსწავლეთა აქტივობები
თავდაპირველად მოსწავლეებმა უნდა შექმნან მართკუთხედები ნებისმიერი სახის გაანგარიშების გათვალისწინების გარეშე.
მომდევნო დავალებებში მოსწავლეებს უწევთ კონკრეტულად მითითებული პერიმეტრებით ან ფართობების მიხედვით მართკუთხედების აშენება.
მოსწავლეებმა უნდა შექმნან ყველა შესაძლო მართკუთხედი, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პერიმეტრები და საჭიროებენ მათი ფართობების გამოთვლას
მოსწავლეებმა უნდა ააგონ მხოლოდ ორი მართკუთხა პარალელეპიპედი, რომელთაც აქვთ მაქსიმალური და მინიმალური პერიმეტრი.
მოსწავლეებმა უნდა გადაინაწილონ ის ტერიტორია, სადაც ისინი მართკუთხედებს ააშენებენ, რადგან ეს ადგილი საკმაოდ შეზღუდული და მჭიდროა.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები აგებენ ფიგურებს, გამოითვლიან და დაწერენ თუ რას უდრის ამა თუ იმ ფიგურის პერიმეტრი.
მოსწავლეები აგებენ ფიგურებს, გამოითვლიან და დაწერენ თუ რას უდრის ამა თუ იმ ფიგურის ფართობი.
მოსწავლეები ახდენენ სხვადასხვა ფიგურების იდენტიფიცირებას და აგებას წინასწარ მოცემული ფართობებით ან პერიმეტრით.
მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ერთი და იგივე პერიმეტრის ფიგურებს შეიძლება ფქონდეთ სხვადასხვა ფართობი ან პირიქით.
მოსწავლეებს შეუძლიათ სამუშაო არის სიმცირის გამო თავიანთი სამუშაო ადგილები ერთმანეთთან გაიზიარონ ვერტიკალური მიმართულებითაც ნაცვლად ჰორიზონტალურისა.
სასწავლო გეგმების განვრცობა
მოსწავლეებს შეიძლება ვთხოვოთ მათი საკლასო ოთახის პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლა.
მოსწავლეებს შეიძლება ვთხოვოთ თავიანთი საკლასო ოთახის შექმნა და ამგვარად მოცულობის შესახებ წარმოდგენა შევუქმნათ.
Sign up for the Minecraft: Education Edition newsletter. We promise to respect your inbox.